Thursday, August 19, 2021

მიწვევა ვახშამზე

 ჩემო მეფევ, დღეს ვახშამზე გპატიჟობ,

გიმასპინძლებ დაისრული ხოხობით,

უცილობლად მოდი, არ გამაწბილო,

თავზე უნდა დაიხურო ბოხოხი.

ჩოხის ჩაცმაც შენ არ დაგავიწყდება,

წელზე ვერცხლის ქამარით და ხანჯალით,

მე მეცმევა კაბა თეთრი ქართული,

შეკერილი ხავერდით და ატლასით.

თავზე, ალბათ, მეხურება მერდინი,

გავიკეთებ რიდესა და ყაბაჩას,

შენი ნესტან-დარეჯანი ვიქნები,

გამოვაჩენ ნაჩუქარ-ნაალაფარს.

გაგვიწყობენ ჩვენც საქებარ მაგიდას,

,ჩამოვსხდეთ ერთმანეთის პირისპირ,

ისევ ძველი ვნება გაგვახსენდება

და არაგვთან მოშრიალე ტირიფი.




No comments:

Post a Comment