კაბის წართმევად დაგიჯდა,/
,,ცხოვრება მშვენიერია!''/
რა გინდოდა და რა გრჯიდა,/
ენის დაჭერა ძნელია?/
გვითხარი, რომ გარდერობში,/
კაბების რიცხვი ბევრია,/
თორემ თანხების მოძებნა,/
მწერლებში განა ძნელია?!/
ისე შეგმოსოთ მაია,/
მღეროდე: ,,დელი-დელია!'
კარგი, გაფხეკილ მწერლებში
რა პერსპექტივა შემოსვის?!
ფულს თუ კი შეაგროვებენ,
ისიც ჯინი აქვთ რესტორნის.
კიდევ კარგი რომ კაბები
მაქვს ბევრი, კაცი ვერ მოსთვლის,
სულ ხავერდი და ატლასი,
მაგას ნეტა რა ჩამოთვლის.
ზაზული, ჩემი შემოსვა
რაღაც ძალიან გადარდებს,
დეკოლტე ხომ არ ჩავიცვა,
ეკრანის წინ ხომ არ დავჯდე,
გიპიური და ხავერდი,
სადაც ერთმანეთს ანაცვლებს.
არ გეთანხმები ერთგანა:/
ტირილს რა უნდა შენთანა?!/
იცოდე ასე აღარ სთქვა,---/
საჩივარს დავწერ ღმერთთანა...
რაი, ვქნა, თუ კი ვტირივარ,
სევდა თუ დამდევს ფეხადა,
ამ წუთისოფლის შემყურემ
ზავი ვერ დავდე ღმერთთანაც.
No comments:
Post a Comment