მთვარე ხელში ავიტაცე
და სურვილი ჩავუთქვი, ამისრულოს, როგორც მინდა,რა სურვილიც გავუშვი,
დაიფაროს დედამიწა,
ყველა გზა აბნეული,
ვის სულშიაც ისევ ბნელა,
გულზე ადევს ბორკილი,
უიმედოდ დარჩენილებს,
განსაცდელში მყოფებს
გაუნათოს გზა სანამდე,
მზეც ეწვვა გორებს.
No comments:
Post a Comment