Tuesday, August 24, 2021

შენთან შეხვედრა ძალიან მსურდა (სატრფიალო)

 შენთან შეხვედრა ძალიან მსურდა,

მაგრამ ვერა და ვეღარ ვეღირსე,

დღეს გამოვითხოვ მაღლიდან ცის ნამს, -

გასამხნევებლად სასმისს შევივსებ,

რომ ჩემს თვალებში მოჩანდეს ზეცა,

თმებისთვის ვითხოვ მთვარის თავსაკრავს,

დე, სიქათქათეს ნაზი სხეულის

აელვარებდეს სხივი სადაფთა.

და შენს წინაშე წარვსდგე ეული,

ღამე ჩამიდგეს ტრფობის თავდებად,

შენი ამბორი ასე გრძნეული,

როგორ მწყურია და მენატრება.

.



No comments:

Post a Comment