Friday, August 27, 2021

მიყვარხარ, ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

 მიყვარხარ!

1. ყველა ვიღაცის ოცნებაა
და გულის ვარდი,
საუკუნოვანს სთავაზობენ
ერთურთს პირობას...
მე ვერასოდეს ვერ გითხარი
როგორ მიყვარდი,
თუმცა არასდროს ვუჩიოდი
სიტყვაძვირობას.
2. თვალ და ხელ შუა იპარება
ცხოვრების დღენი,
ხან მზე ჩახჩახებს,--
ხანაც თოვლი და ავდარია...
ხათრი და რიდი,
გოგონებს რომ ამგვარად შვენის,
თურმე ბიჭისთვის
უსარგებლო მეგობარია.
3.თუმც შენ ხომ ხვდები,--
(ქალის გუმანს რა ემალება...)
სულ საფერებელ იასავით
გულში რომ მყავხარ,
უნდა გავბედო,
დავასრულო ჩემი წვალება,
მთელი სამყაროს გასაგონად
გეტყვი:„მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !" ❤ ❤
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 27.08.2016 წელი.

No comments:

Post a Comment