გიხდება ველურ ვარდის ფერება,
გშვენის ტუჩებთან სიოს ალერსი
დღეს რომ არ გნახო რა მეშველება,
რომ არ ჩაგხედო ცისფერ თვალებში.
არ გამიბრაზდე ჩემო სიცოცხლევ
იქნებ და შეგხვდე სადმე შემთხვევით,
მე შეშლილს შენი მონატრებისგან,
მომეცი ნება ნაზად შეხების.
ვარდის შეხებამ არ დაგამუნჯოს,
არ შეგახვედროს შენ ღრმა ტკივილი,
დაგეხატები შენს ლურჯ თვალებთან,
მაგრამ რატომღაც აღარ იღიმი.
იცი, რომ შენთან არასდოს მოვალ,
იცი რომ შენი აღარ ვიქნები,
მეც დამამუნჯებს ასი წლის სევდა,
სევდა არყოფნის და მივიწყების.
No comments:
Post a Comment