Wednesday, August 25, 2021

ჰე, პლანეტებო (სატრფიალო),კომენტარ- ექსპრომტის ავტორი ცაგო აბაშმაძე

ჰე, პლანეტებო, მომაშველეთ თქვენი ძალები,
ავტეხო უნდა ქარიშხალი ზღვებზე სასტიკი,
დაიმსხვრეს ყველა ნავი, ყველა ხომალდი,
მეც შევიშალე, თუ გამიწყრა არსთაგამრიგე.
თუ არ გიყვარვარ, თუნდ დაძრულან ბებერი მთები,
თუნდ ამომშრალა ყველა წყარო, ყველა მდინარე,
თუ არ გიყვარვარ, უდაბნოდაც ქცეულა მიწა,
ვერავინ მნახავს მე მხიარულს, პირმოცინარეს.

კომენტარის ავტ. ცაგო აბაშმაძე

თუ არ გიყვარვარ! ვერ ვიგუებ ყოფნას მიწაზე,
ვერ ვიარსებებ უჰაეროდ,დამნაცრავს ელვა..
თუ არ გიყვარვარ!თუ შენს გულში არა მაქვს ბინა
ქარი წამიღებს...
ტალღებს მიმცემს
დარდი და ელდა..
თუ არ გიყვარვარ,თუ არ მდარდობ,თუ არ განიცდი,
ჩვენს განშორებას თუ მიიჩნევ შვებად გულისად,
,,იცოდე,როცა სხვასთან წავალ,სხვას შევიყვარებ,"
სწორედ რომ მაშინ შეგეყრები სულის ტკივილად....
ესეც ასე ...ექსპრომტად



No comments:

Post a Comment