"წარმომიდგინე", შენთანა ვარ, შენს მკლავზე ვწევარ,
შენი ხელები ეხებიან ჩემი თმის ძირებს,
დაკოცნი ყველას სათითაოდ, ჩამიხსნი ღილებს,
და ნაზ ვნებებში ჩასაძირად თვალებით მიწვევ.
ო, როგორ ლაღად გადაუვლი ჩემს მკერდს და ტუჩებს,
რა თბილია და მიმზიდველი შენი შეხება,
"წარმომიდგინე", თორემ გული უშენოდ კვდება,
სულზე მომისწრო, გამაცოცხლო კიდევ ეგება.
მაია დიაკონიძე
14.08.2021წ
No comments:
Post a Comment