Wednesday, August 18, 2021

ჰაერში როცა ციმციმებენ (სატრფიალო)

ჰაერში როცა ციმციმებენ მთვარის სხივები,
მივალ ტბის  პირას და თეთრ გედად გადავიქცევი 
და შევცურდები მოლივლივე ტალღების ტევრში,
შენ შავი გედი იქ დამხვდები და ნაზად მეტყვი:
ო, სილამაზევ, მოკვდვთაგან ჯერარნახულო,
ჩემო სილაღევ, მომავალო, ჩემო წარსულო,
ნუთუ ვერ შევძლო უნდა სხვაგან მე შენი ნახვა,
ეს არის ჩვენი სასჯელი და ჩვენივე დამღა?!
მე თეთრი გედი ვიციმციმებ წყალზე ნეტარად,
შენ ერთს, უნაზესს, ულამაზესს კრძალვით შეგხარი,
გეტყვი,  ამ ტბიდან მოდის ქვეყნად უცხო ნათელი
და ის აღადგენს სიყვარულის ვნებით გათელილთ.  ,





No comments:

Post a Comment