ლიტერატურული კონკურსი “ხვარამზე 2021”
ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, შპს "სანათას სახლის" და ა(ა)იპ „პოეზიის მეგობართა კლუბის“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს პოეტი ქალებისათვის „ხვარამზე 2021“, ერთ-ერთი პირველი პოეტი ქალის, ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია ხუთი ფულადი პრემია
• “წლის ხვარამზე“ 1500 ლარის ოდენობით;
• პირველი პრემია 1000 ლარის ოდენობით;
• მეორე პრემია 700 ლარის ოდენობით;
• ორი მესამე პრემია თითო 500 ლარის ოდენობით.
• წლის ხვარამზე ასევე დაჯილდოვდება - ხვარამზეს დიადემით.
კონკურსის მხარდამჭერები, თავიანთ რჩეულებს, გადასცემენ სპეციალურ პრიზებს.
საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება 2021 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში.
კონკურსის წესები და პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოეტ ქალებს;
• საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი სამი ლექსი, რომლებიც არ ყოფილა სადმე გამოქვეყნებული.
• კონკურსში მონაწილე ავტორებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ ნაწარმოებები როგორ თავისი სახელით, ასევე ლიტერატურული ფსევდონიმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: Khvaramze.Khvaramze@gmail.com
• ნაწარმოებების მიღებას დაადასტურებსკონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი და ელექტრონული ფოსტის მეშვ ეობით ეცნობებათ ავტორებს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მიენიჭება ნაწარმოებებს.
• ნაწარმოებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონკურსო მასალა დაშიფრული სახით გადაეცემათ ჟიურის წევრებს. ავტორების შესახებ ინფორმაცია რჩება მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტში.
• ნაწარმოებებს, 10 ქულიანი შეფასების სისტემით, შეარჩევს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.
• კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის შემდეგ შეირჩევა 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები. კონკურსის მეორე ეტაპზე 15 ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებიდან ჟიური შეარჩევს ხუთ გამარჯვებულს. ნებისმიერ საპრიზო ადგილზე ორი ან მეტი თანაბარ ქულიანი კანდიდატის აღმოჩენის შემთხვევაში ჟიური კენჭისყრის შემდეგ შეარჩევს საუკეთესოს.
• კონკურსის ორივე ეტაპზე მონაწილე ავტორების ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება უცნობი ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისათვის.
• 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოების ავტორები მიწვეულ იქნებიან თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში „ხვარამზე 2021“ ფინალურ ღონისძიებაზე..
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყობა კონკურსის მესამე ეტაპზე 2021 წლის 25 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებას...
No comments:
Post a Comment