Wednesday, August 11, 2021

პაემანზე მიწვევა (ველზე) (სატრფიალო)

დღეს ხავერდოვან ველებს გაგიშლი,
იქ ვიგოგმანოთ, როგორც მწყერებმა,
შენ დამიკრიფავ ლამაზ ყვავილებს,
სიტყვას არ მეტყვი, ვიცი, ზედმეტად.
ისევ მე უნდა გამოგიწვიო,
ყაყაჩოები ყურზე დაგკიდო,
იქნება ჩემი მკერდის შეხებამ
აგაჩქროლოს და გამოგაღვიძოს,
და მაშინ ვნებით მომკიდო ხელი,
და დამიკოცმო ძუძუს თავები
და ტუჩი ტუჩს რომ შეეწებება,
ტრფობის ქარცეცხლში გადავვარდებით.
მაია დიაკონიძე
11. 08.2021წ.


No comments:

Post a Comment