დღეს მინდა გავხდე შენი,
სულით და ხორცით გწამდე,
და შევარჩიე ჩვენთვის,
ადგილად ზეცის თაღი,
სასახლე არის ტბასთან,
ღრუბლად აწვდილი ცამდე,
ყველა სიკეთით სავსე,
როგორც სამოთხის ბაღი.
ჩვენთვის ზღაპრული სუფრა,
იქ გაშლილია უკვე,
შენ მომიყვები ჩუმად
ტკბილ და საამურ რამეს,
ვით მითიური მოგვი,
კეთილ საკმეველს უკმევ,
ჯერ კიდევ არ დამდგარ და
გასათენებელ ღამეს.
შემომხვევ ხელებს ...
ტუჩი, შეეწებება ტუჩებს,
გავუზიარებთ ლოგინს,
ჩვენს დაუცხრომელ წყურვილს,
და მერე, უკვე დილით,
ჩვენს გრძნობებს დანაყუჩებს,
გადავდებთ სხვა ღამისთვის,
ვით მარადიულ სურვილს!
მაია დიაკონიძე
9. 08.2021წ.
No comments:
Post a Comment