Wednesday, August 11, 2021

შენ, ჩემო ღამევ! (სატრფიალო)

შენ, ჩემო ღამევ, დამიბრუნე მე მოსვენება 

და მონატრებულს დამასიზმრე ჩემი რაინდი,

რომლის გარეშე თვით სიცოცხლე მეზედმეტება,

ვრცელ სამყაროში აღარ არის ჩემთვის ადგილი.

გარდმომივლინე, ო, უფალო, შენი წყალობა,

რომ თუნდ სიზმარში შევეხო და ხელი მოვხვიო,

და უნატიფეს სიყვარულზე ელფთა გალობამ

მთელ დედამიწას ვნებიანი ბანგი მოჰფინოს..

 

No comments:

Post a Comment