Thursday, August 12, 2021

მიწვევა გემზე, გავშალოთ აფრა (სატრფიალო)

დღეს კი მშფოთვარე ზვირთებისა დამდგარა რიგი,
და გველოდება ჩვენ ორივეს ნაპირზე გემი,
გავშალოთ აფრა, დაუბერავს ხმელეთის ბრიზი,
ლურჯი ზღვებისკენ რომ ავიღოთ უთუოდ გეზი.
გემბანზე გასულთ ზღვა დაგვხვდება მშვიდი და ნაზი,
ტალღები თავზე გადავივლოთ, გავცუროთ ბრასით,
და გემზე უკან დაბრუნებულთ დაგველოდება
ძველი კაიუტა, ავსებული ჰანგებით ვალსის..
მაია დიაკონიძე
12.08.2021წ.

.


No comments:

Post a Comment