Thursday, August 12, 2021

მიპატიჟება პაემანზე მთაში (სატრფიალო)

ახლა სურნელი მომივიდა ცაცხვების მთიდან,
ამიტომ მინდა დაგპატიჟო აქ ახლოს მთაში,
სადაც წყარონი ჩუხჩუხებენ, სუფთა და წმინდა,
ვერაფერს ნახავ იქ უცხოს და კაცისთვის საშიშს.
იქ ირმის ჯოგი მგელთან ერთად წყალს სვამს მდინარის,
ფერდობზე დათვი თავის ბელებს ეთამაშება,
ხეები დგანან მუხის, ვერხვის, ლაღი ჩინარის,
ვარდი იას და ყოჩივარდას ეზამბახება.
გნახავ და, ჩემო, გაიხსნება ლურჯი არილი,
ფრთებს გამოვისხავ, მთაში ვიფრენ როგორც პეპელა,
გამახსენდება კოცნა შენი, ნაზი აპრილი,
და ახლაც ისევ ყველაფერი ახავერდდება.
მაია დიაკონიძე
8.08.2021წ.

No comments:

Post a Comment