როგორ
ლამაზად დანისლულა ჩვენი ხომალდი,
ეს
არ ვიცოდი, თუ ნისლები დგებოდა ზღვაზე,
ჩვენ
ჩაკეტილნი მთელი ღამით კაიუტაში,
გემბანზე
გავალთ, დაგვაწვება ნისლები მხარზე.
მაინც
მოვძებნით ერთმანეთის ტუჩებს და სახეს,
შენ
მომხვევ მკლავებს, მეც დაგაწყობ ჩემს ხელებს მკერდზე,
და
გავყუჩდებით, დიდი ხანი ვიქნებით ასე,
არ
გადაგვყაროს ბედისწერამ ნისლიან გზაზე.
No comments:
Post a Comment