Friday, August 13, 2021

ვეღარ დავიცხრე ჩემი სურვილი (სატრფიალო)

 ვეღარ დავიცხრე ჩემი სურვილი,

ახლოდან გნახო, შეგახო ხელი,
დგახარ ვით რომში კოლიზეუმი,
მე კი ჩემს ფიქრებს რძესავით ვწველი,
იქნება ერთხელ შენც შემომხედო,
თვალი მომავლო ოცნებით, მზერით,
დგახარ ვით რომში კოლიზეუმი,
განათებული იდუმალ ფერით.
მაია დიაკონიძე
13.08.2021წ.


No comments:

Post a Comment