Friday, August 13, 2021

შენ ჩემი მზე ხარ! (სატრფიალო) რამდენიმე ვარიანტი

 შენ ჩემი მზე ხარ,

ვარსკვლავები,
მთვარე ნათელი,
ლურჯი ზეცა ხარ,
დანთებული
თაფლის სანთელი;
შენ ჩემი ზღვა ხარ,
ხან მშვიდი და ხანაც მძვინვარე,
მთები ხარ, თეთრი,
ჩამოსული კლდიდან მდინარე;
ჩემი სიტყვა ხარ,
ჩემი ლექსი, ჩემი ბგერები,
მუდამ გეტრფი და წრფელი ლექსით
სულ გეფერები;
შენ ატლანტიც ხარ ,
ცის თაღი რომ უჭირავს მხრებით...
და უფრო მეტიც,
უკვდავებას მაწოდებ პეშვით!
მაია დიაკონიძე
8. 08.2021წ.


შენ ჩემი მზე ხარ, ვარსკვლავები, მთვარე ნათელი,

ლურჯი ზეცა ხარ, დანთებული თაფლის სანთელი,

შენ ჩემი ზღვა ხარ,ხან მშვიდი და ხანაც მშფოთვარე,

მთები ხარ თეთრი, წამოსული მთიდან მდინარე,

ჩემი სიტყვა ხარ, ჩემი ლექსი, ჩემი ბგერები,

მუდამ გეტრფი და წრფელი ლექსით გეალერსები,

შენ ატლანტი ხარ, ცის თაღი რომ უჭირავს ხელში,

მთელი სამყაროს უკვდავებას მაწოდებ პეშვით.


შენ ჩემი მზე ხარ ,

ვარსკვლავები , მთვარე ნათელი , ლურჯი ზეცა ხარ , დანთებული

თაფლის სანთელი ; 2 . შენ ჩემი ზღვა ხარ , ხან მშვიდი და ხანაც მძვინვარე , მთები ხარ , თეთრი , ჩამოსული მთიდან მდინარე ; 3 . ჩემი სიტყვა ხარ , ჩემი ლექსი , ჩემი ბგერები , მუდამ გეტრფი და წრფელი ლექსით სულ გეფერები ; 4 . შენ ატლანტიც ხარ , მხრებზე გადგას

ლურჯი ცის თაღი ... და უფრო მეტიც , შენ ჩემთვის ხარ ~ სამოთხის ბაღი ! "



No comments:

Post a Comment