Monday, August 9, 2021

დღეს მინდა გავხდე (სატრფიალო)

დღეს მინდა გავხდე შენი მუდამ სულით და ხორცით,

და ამისათვის შევარჩიე ადგილი ლაღი,

სასახლე არის ტბასთან ახლოს, ცამდე აწვდილი,

ყვავილებით და ბულბულებით სავსეა ბაღი.

იქ ჩვენთვის უკვე გაშლილია საამო სუფრა,

უნდა ვიგემოთ სურნელოვან ყვავილთა ჩაი,

იქვე იდგმება ღვინით სავსე თიხის ჭურჭელიც,

ოდნვ შეთრობით გალამაზდეს ის გრძელი ღამე.

და მოგხვევ ხელებს, ტუჩი ტუჩებს შეეწებება,

შენ ამიტაცებ და დამაწვენ ნაზად ლოგინზე,

და როცა ჩვენი სხეულები მოითენთება,

კიდევ ჩავუთქვამთ ჩვენ იმ ღამეს ლამაზ სურვილებს.


1 . დღეს მინდა გავხდე შენი , სულით და ხორცით გწამდე , და შევარჩიე ჩვენთვის , ადგილად ზეცის თაღი , სასახლე არის ტბასთან , ღრუბლად აწვდილი ცამდე , ყველა სიკეთით სავსე ,

როგორც სამოთხის ბაღი .

2 . ჩვენთვის ზღაპრული სუფრა , იქ გაშლილია უკვე , შენ მომიყვები ყურში , ტკბილ და საამურ რამეს , ვით მითიური მოგვი , კეთილ საკმეველს უკმევ , ჯერ კიდევ არ დამდგარ და გასათენებელ ღამეს . 3 . შემომხვევ ხელებს ... ტუჩი , შეეწებება ტუჩებს , გავუზიარებთ ლოგინს , ჩვენს დაუცხრომელ წყურვილს , და მერე , უკვე დილით , ჩვენს გრძნობებს დანაყუჩებს , გადავდებთ სხვა ღამისთვის , ვით მარადიულ სურვილს ! ჭიამაია . 9 . 08 . 2021 წელი .






No comments:

Post a Comment