Friday, August 13, 2021

უ ს ა ს რ უ ლ ო ს ი ა მ ე (ექსპრომტი) ... ავტ. იოსებ მაჭარაშვილი

 უ ს ა ს რ უ ლ ო ს ი ა მ ე

---------------------------------------
(ექსპრომტი)
...
ორი
დიდი ეპოქის
მკვიდრიც ვარ და ხიზანიც...
შვებაც მახსოვს... ტკივილიც... ზეობაც და დაცემაც...
ჭეშმარიტად ვირწმუნე პოეტური მიზანიც...
უხვად ვცადე სიმდიდრის მოხვეჭაც და გაცემაც...
მონაც ვიყავ,
ბატონიც საკუთარი ფიქრების...
ხვთაებრივი სულის ხმაც ხშირად მომისმენია...
ელვაც ვნახე...
მზის სხივიც... და... (ცის გადაფითრების
უსასრულო ლოდინი მოსათმენი სენია)...
მაგრამ
შენი სხეულის ჩემს სხეულში შეგრძნება,
მარად შეულეველი სურვილივით მაოცებს...
გწამდეს,
სანამ ლამაზი სიყვარული გვექნება,
ფრთხილად მოვეფერები მაგ თვალების ნაოჭებს!
P.S.
ჩემებრ,
ორი ეპოქის მკვიდრი ხარ და ხიზანი...
პოეტური ხილვები გიგზავნიან იმედებს...
ვიცი,
მალე ახდება საამური მიზანი
და უვადო სიამეს ბედი(ც) გამოიმეტებს!
2021 წ; თბილისი

No comments:

Post a Comment