Tuesday, August 10, 2021

ხარ-ირემივით მეძახოდი (სატრფიალო)

ამ ღამით თითქოს გავიგონე შენი ყვირილი,
ხარ-ირემივით მეძახოდი სადღაც შორიდან,
და ამ ძახილში ყველა დიდი მთები დაიქცა,
ზეცა ელავდა, ქცეულიყო ზევსის საისრედ.
მეც გამოვყევი შენს ხმას სადღაც უკუნ ღამეში,
წინ მიმიძღოდა ნიქტიო და თვით გელგამეში,
როცა მოვედი, დამიწვინე შენ დიდ მკლავებში,
და ჩავიძირე უსასრულო კოცნის თარეშში.

No comments:

Post a Comment