შენზე ფიქრები...
1.შენზე ფიქრები ავასხი,როგორც
კრიალოსანი ქარვის...
არ მაგონდება არვინ შენს გარდა
და არც ვიგონებ არვის.
2.ოხ,შე ჭინკავ და გადარეულო,
როგორ მომხიბლე ასე,
შემომაჩეჩე გული ფიალად
მე,სიყვარულით სავსე.
3.და ამის შემდეგ, ყველა საფიცარს,
შენი სახელით ვფიცავ,
შენ კი ურწმუნოდ მისინჯავ მკერდზე,
ამურის ნასროლ ისარს.
4.გულში გიწყრებით,გტუქსავთ, ,,გამიწებთ,"
მთელი სამყაროს ქალებს,
შემხვდები...ყველა წყენას მავიწყებ,
რომ შემანათებ თვალებს.
5.შენზე ფიქრები ავასხი,როგორც
კრიალოსანი ქარვის...
აღარვინ მახსოვს ქვეყნად შენს გარდა
და არც ვიგონებ არვის!
ელგუჯა ციგროშვილი.
No comments:
Post a Comment