Sunday, April 24, 2022

 ჩემი ამბორი ხომ მოედო შენს ლამაზ ხელებს, 

გამოგიგზავნე მზესთან ერთად, ნიავთან ერთად,

ხან ეს სიმშვიდე  მოგნუსხავს და ხან გაგახელებს, 

მოგხიბლავს ნაზი ყვავილები ალუბლის ხეთა,

ყველა მათგანში მე ვიქნები, მე გაგიღიმებ,

დაგეკიდები სამკაულად, ლამაზ საყურედ,

და შენ გულშიც თუ ცით მოფრენილ სტუმრად მიმიღებ,

თან წამოგიღებ მოგონების მწვანე სამყურებს.



No comments:

Post a Comment