Sunday, April 10, 2022

9 აპრილს დაღუპულებს! ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

 

9 აპრილს დაღუპულებს!

 

კიდევ ერთხელ შეგვიღებეს სისხლით დედა თბილისი,

კიდევ ერთხელ მოიხვია ქართლის დედამ თალხი..

ჩაგვაშხამეს გაზაფხული, ივნისი და ივლისი,

ჯვარზე აცვეს სანთლით ხელში ლოცვად მდგარი ხალხი...

ამბობენ, რომ ის მოიგებს, ვინც ბოლომდე მოიცდის,

არც არასდროს უჭამია ქართველს ჯავრი მტრისა..

ბოროტებას ვინაც თესავს, ბოროტებას მოიმკის,

ყველა ნახავს თესლის ნაყოფს, დრო რომ მოვა მკისა..

ჭირსა შიგან გამაგრებით გვზრდიდნენ მამა-პაპანი

არასოდეს არ ვყოფილვართ ჩვენ გამტეხი ფიცის..

უფლისადმი ერთგულებით მოგვაქვს ჩვენი ჭაპანი,

თავის სათქმელს საქართველო დრო მოვა და იტყვის...

ჩვენ ისეთი დედა გვზრდის რომ, არ გვჭირდება ძიძა,

უფრო მძლავრად აგუგუნდი მრავალჟამიერო...

ფეხზე დგება საქართველო, ყველამ გაიღვიძა,

გეშინოდეს, — გეშინოდეს, — საქართველოს მტერო!!!

 

ელგუჯა ციგროშვილი

11.04.1989 წელი

P.S.

როცა ლექსი დაიწერა, ჯერ ყველა დაღუპულის ვინაობა ცნობილი არ იყო. წამებით და წუთებით იზრდებოდა მრისხანების მტევნები..

სამარადისო ნათელი და დიდება მათ სულებს.

No comments:

Post a Comment