Saturday, April 9, 2022

ისე მინდა (სატრფიალო)

ისე მინდა, რომ დაგინახო შენს თბილ ოთახში,

როგორც ნათელმა ღამის ბნელში შემოვაღწიო,

ნუ გაკვირდები, თუ რაღაცამ მოგჭრა თვალები,

ციცინათელას აბა მზესთან რა აქვს საცილო?!

მე მხოლოდ ისე შემოგიფრენ, სულ ერთი წუთით,

თვალებში ცეცხლებს დაგინთებ და ისე დაგტოვებ,

მერე კი თეთრმა ბუმ ან ჭოტმა შემჭამონ თუგინდ,

სხივდაკოცნილი ხომ ვერ იგრძნობ ჩემს სიმარტოვეს.



 

No comments:

Post a Comment