Thursday, April 7, 2022

სახუმარო (ხალხურ მოტივებზე)

 ვაჟო, ნამეტანს ნუ შრომობ, 

დასვენებისთვის მოიცალ,

თორო ბევრ-ბევრი შრომისგან

ვირიც მამაკვდარა გუშინ ღამ.

ბებრების კვნესას რო უსმენ,

სჯობ, მოუსმინო სხვა კვნესას,

გადი, გაიარ ქალებში,

შენი აბედიც დაკვესავს.

სიყვარულისთვის მოიცალ,

სანამ ჯერ კიდევ დრო არი,

თორო შეგრჩება უხმარი

ეგ შენი კავ და გუთანი.

.







No comments:

Post a Comment