Thursday, April 7, 2022

რა არის სიჩუმე?! (ესსე)

 სიჩუმე!

რა არის სიჩუმე? აბსოლიტური სიჩუმე არ არსებობს, ყველამ ვიცით, ის მაინც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას, მუხტს, მას შეიძლება დიდი პროტესტიც მოყვეს, მანამდე კი მასში დამალულია დაჩაგრული ბავშვის ტირილიც, ავადმყოფი ადამიანების კვნესა, რომ ვერ შველის კაცობრიობა, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა წინ წავიდა, მომაკვდავის ოხვრა და გულისტკივილი, რომ ეს ქვეყანა უნდა დატოვოს და მრავალი ასეთი წყენა და დარდი, დღეს რომ უსიტყვო და უხმაუროა. დედა მოთმინებით იტანდა ტკივილებს, მწუხარებას, არასდროს გამიგია მისი ჩივილი, არ მინახავს მისი ცრემლი. და არ გვესმოდა შვილებს მისი სიჩუმე. უბრალოდ ახლა ვხვდები ყოველივეს. ასეა ჩვენი ქვეყანაც. რამდენი სატკივარი დაგროვებია, იჩეხება ტყეები, ნადგურდება ქვეყნის მატერიალური საგანძური, ათასობით ჰექტარი მიწა მოუხნავ-მოუვლელი რჩება, გადამინდორდა სახნავ-სათესები, სამაგიეროდ ,,პლანის" პლანტაციები გაშენდა უხვად. იცლება სოფლები და ქალაქები. ვინ იყვიროს, როცა მთქმელიც არავინ რჩება. მოვუსმინოთ სიჩუმეს, მოვუსმინოთ და ვთქვათ რამე, თორემ მერე გვიან იქნება!
მომესმის სადღაც კვნესა ლერწამის,
ქვითინებს, როგორც პატარა ბავშვი,
ბედისწერაა იქნებ ეს წამი...
მე სავარძელში ვისვენებ სახლში.
შრიალი მესმის ფოთოლთა ცვენის,
წამი წამს უხმოდ, მდუმარედ ებმის,
მე კი საწოლში მკვდარივით ვწვები,
არ გავიგონო სიჩუმის ხმები.
მაია დიაკონიძე
4.04.2022წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 29 სხვა
10 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment