Monday, April 4, 2022

აპოლონი ხარ! (სატრფიალო)

 აპოლონი ხარ, ხელთ გიჭირავს მუზების ლირა,

სიზმრად გიხილე ,,მუზაგეტოსი"მდინარის პირად,

მას მერე შენი ლირის გავხდი მე ერთი სიმი

და შენი გულის დასაპყრობად ტროასთან ვიბრძვი.

და თუ მიმსხვერპლა შავმა ჭირმა ანდა ტრფიალმა,

არ გაგაკვირვოს სიყვარულმა ასე გვიანმა,

დე,  დაფნე ვიყო, შენთვის თუნდაც წმინდა ხედ ვიქცე,

ოღონდ გიყვარდე, უძლეველი ვიქნები მზის ქვეშ.




No comments:

Post a Comment