როგორც ,, ფშავის აღორძინების კავშირის " ერთ~ერთმა დამფუძნებელმა,
ფშავის ხევის დიდი მოამაგის, ბ~ნ ირაკლი გოგოლაურის ქალიშვილმა, პროფესორმა თამილა გოგოლაურმა გვამცნო : ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ,, ფშაურ კაფიას " და
,, ფშაურ ხმით ნატირლებს !"
მე , როგორც ფშაველი , დიდ მადლობას ვუხდი ამ საქმის ორგანიზატორებს , მეც ვუერთდები საერთო სიხარულს და გასამხიარულებლად, ერთ კაფიას შემოგთავაზებთ :
დავურეკე ჩემს ახლობელ ირაკლის და ვთხოვე, კომპიუტერში ჩემთვის რაღაც გაეკეთებინა...
მიპასუხა: ,,ბიძავ , დღეს ვერა, ხვალეო !"
ისეთი ხმა ჰქონდა, მივხვდი , ,, იმ საქმეს " ვერ გადასდებდა .
,, ხვალეც " რომ დავურეკე , ისევ სუფრასთან იყო და ასე რამდენჯერმე გადაიდო საქმე ,,სახვალიოდ "...
კაფიის მეტი სხვა გზა აღარ დამიტოვა, თუმცა მთლად ვერ გავიმეტე და მაინც გამართლება მოვუძებნე!
ელგუჯასა ირაკლის გაბაასება.
გუჯა :~ ბიძა გემდურის ირაკლი ,
გამხდარ მედღე~ხვალიე ...
ცხოვრების წესად იქციე,
მარტო : ,, დაასხი ~ დალიე !"
გეტყვი და დამემოწმება
ყველა, ~ ერი თუ ბერია ,
არყს ნუ მიეძალები ,
ეგ კაცთა მოდგმის მტერია !
ირაკლი :~ ბიძავ , ეგ იმას უთხარი,
ვინც ჩემზე უფრო შტერია ...
,, ჩემი მ ტ ე რ ი
რომ მ ი ყ ვ ა რ დ ე ს "
,, ს ა ხ ა რ ე ბ ა შ ი " სწერია !
გუჯა : ~ თუ სახარება ,, გაძალებს ,"
ჩემ რჩევა არაფერია ..
( სხვა ვერაფერი ვერ ვუთხარ ,~
ღიმილი გამამერია .)
ელგუჯა ციგროშვილი .
No comments:
Post a Comment