Wednesday, April 20, 2022

სინანული, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ს ი ნ ა ნ უ ლ ი !

 1. ძალიან  ბევრი  ლ ე ქ ს ი  ვიცოდი,

ბევრიც  გავცერი  თვალის  საცერში,

მეც  პ ო ე ზ ი ი ს  ცეცხლით  ვიწვოდი,

შ ე დ ე ვ რ ს  ვეძებდი  ყველას  ნაწერში.

2. ბევრიც  ვიპოვე, გულით  შევაქე,

ვინაც  არ  დარჩა  მკითხველის  ვალში

და  მომერიდა, ვინმეს  ვენახე,

როგორ  ვედექი  პ ო ე ტ ე ბ ს  კვალში.

3. ს ი მ ო რ ც ხ ვ ე მ  მძლია, დავთმე, დავნებდი,

აღარ  დავუწყე  რითმას  წვალება...

დღეს  გული  მწყდება, რატომ  დავუშვი,

ჩემში   პ ო ე ტ ი ს  გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა!

ელგუჯა  ციგროშვილი  

ქ. თესალონიკი, 15. 12. 2011 წელი


No comments:

Post a Comment