შავი ზღვა ვარ და ნაპირებს ვეხეთქები,
ამოსუნთქვა მინდა ვიგრძნო შენი ერთი,
შემოდი და ტალღა-ტალღად წამომყევი,
ნეტარება აღარც მინდა მქონდეს მეტი.
შემოგივლი, მოგეკვრები როგორც ვაზი,
რომ გრძნობების დაგიყენო ფეიერვერკი,
მე ხომ ზღვა ვარ, უსაზღვრო და უნაპირო,
აბორგებულს ვერ ჩამივლი მშვიდად გვერდით.
No comments:
Post a Comment