Friday, April 15, 2022

ვხედავ, რომ აღარ გჭირდები (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე), კომენტარი. ეთერ ისაკაძე

ვხედავ, რომ აღარ გჭირდები 

(ხალხურ მოტივებზე)


ვხედავ, რომ აღარ გჭირდობი,

ნაღველ მამეჭდო მჭიდებად,

ჯერ სიკვდილ არ ვაპირობდი,

დღე ან ხვალ მოსვლას მპირდება.

წყალწაღებული ხავსს ვებმი,

მზის ჭიატ დამრჩა იმედად.


ექს-კომენტარი ეთერ ისაკაძისგან

რად გადაწურე იმედი,
ნაღველს რა უნდა შენთანა,
ქალავ, თვალს არა მშორდები,
ამ ჩემი გულის ძგერამა...
არა, არ დავთმობ შენს თოლებს,
შენს ცქერას გულის გამპობსა,
ყვავილებიან მოგიტაც,
ჩემთან მეყოლვი ახლოსა...
დეკა ბრდღვიალებს ხევის პირს,
მდინარეს მოაქვს ლოდები,
მიყვარხარ, გეტყვი ათასგზის,
აროდეს არ დაგშორდები!

ეთერ გოგეშვილი-ისაკაძე

16.04.22

No comments:

Post a Comment