Thursday, April 7, 2022

გილოცავთ ხარებას! (ესსე)

 დილა მშვიდობისა, მეგობრებო! დღეს ადრიანად მტრედების ღუღუნმაა გამაღვიძა, მერე შაშვების გალობა შემომესმა და მივხვდი, რა მადლიანია დედამიწა და რა სასტიკია ადამიანი. დედამიწა გვაძლევს, გვასაზრდოებს თავისი სიუხვით, საკვებს გვაწვდის, ვუყურებთ ათასნაირ სილამაზეს, ხელთუქმნელსა და ზღაპრულს, როგორ იშლება ვარდი, როგორ ბრწყინავს ცის ნამი მზეზე, როგორ იკვირტება ხეები, ყვავის ბაღები, ჩვენ კი ჯიუტად არ გვინდა დავინახოთ ყოველივე ეს. ადამიანების გული შურით, ბოროტებითაა სავსე, ანაგვიანებს ქუჩებს, წამლავს მიწას, სიცოცხლეს ართმევს ცხოველებს და ყველაზე დიდ საშინელებას, რასაც სჩადის, კლავს ადამიანს, რომელიც ყველა დანარჩენთან ერთად ღვთის ქმნილებაა, უმაღლესი გონი, რომელიც თავის ხატად გააცოცხლა, უთხრა, იღვაწე, გაამდიდრე დედამიწა, ასაზრდოე და ისაზრდოე, მიეცი და მოგცემს, და როგორ შეიძლება ის ხელვყოთ?! როგორც ანგელოზმა ახარა დედა მარიამს ღვთიშვილის დაბადება, ისე გაგვეხაროს სიკეთით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის გულშია, ნუ დავუწესებთ საზღვრებს, იდინოს სიხარულმა თქვენი გულებიდან ზღვებად და მდინარეებად, შედეგს აუცილებლად მივიღებთ, რომ იბრწყონოს თქვენმა თვალებმა და დედამიწამ, როგორც ოქროს ბურთმა, გაანათოს კოსმოსი! გილოცავთ ხარებას!

ხარება, მხ. ირაკლი ფარჯიანი
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 9 სხვა
12 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment