Saturday, April 16, 2022

ავტობიოგრაფია, ელგუჯა ციგროშვილი

  ავტობიოგრაფია

         მე,  ელგუჯა  სტეფანეს  ძე  ციგროშვილი, დავიბადე საქართველოში, ქ. თელავში, 1953  წლის  3  ივლისს. დავამთავრე თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.).

 სხვადასხვა დროს ვმუშაობდი წითელწყაროს რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად; წითელწყაროს განათლების განყოფილებაში

დირექტორის მოადგილედ, თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში და იყალთოს პროფტექსასწავლებელში რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის

 (თავ-რე გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად;

დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1994 წლიდან დღემდე ემიგრაციაში ვიმყოფები,  საბერძნეთში, ქ.თესალონიკი.

არჩეული ვიყავი ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ;

2010 წლიდან ქ. თესალონიკში დავააარსე და დღემდე ფუნქციონირებს

ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი და პედაგოგი გახლავარ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბერძნეთი, ქ. თესალონიკი, ტელ: 0030–6997–03–97–07


No comments:

Post a Comment