Saturday, April 16, 2022

ჯემალ აჯიაშვილის სახელობის ლიტ. კონკურსი

 ჯემალ აჯიაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „გულთა კავშირი“ ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიაზე წარსადგენად შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო პოეტური თარგმანი;
2. საუკეთესო პროზაული თარგმანი;
3. საუკეთესო პოეტური ნაწარმოები;
4. საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;
5. საუკეთესო პიესის ავტორი;
6. წლის რჩეული იუბილარი მწერალი.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება 1000 ლარის ოდენობით.
ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „გულთა კავშირი“ დააჯილდოვებს ნომინაციაში „ჯემალ აჯიაშვილის თანამედროვეთა შორის ყველაზე წარმატებულ ებრაისტს“.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ა. წ. 7 მაისს, პოეზიის დღეს.
მასალები მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 4 აპრილიდან -
2022 წლის 20 აპრილამდე შემდეგ ელ.მისამარზე:
writersunionofgeorgia@gmail.com (წარმოდგენილ მასალას თან უნდა დაურთოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ნომერი).
თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა არ უნდა აღემატებოდეს: პოეზიაში 5 გვერდს, პროზაში - 20 გვერდს.
ჩვენი საკონტაქტოა - 555 56 44 54
ირმა კეკელიძე, ჯუბა ღებელი და 20 სხვა
8 კომენტარი
16 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment