პოეტს!
ნაღველდართული მიუყვები ნაპირზე რიონს,
სადღა არიან შენი ცისფერ-ყანწელი ძმები,
გადაჰყოლიან უკუნეთს და ცხოვრების მინორს.
დაკიდებულა ჩვენს გულებზე ლურჯი რითმები,
გადაბმული ვართ ახლა ყველა შენი ძაფებით,
შენ ახლა ჩვენში გაზაფხულის ბაღად ირთვები,
შენი დარგული ვენახის ვართ მევენახენი.
მაია დიაკონიძე
16.03.2022 წელი
No comments:
Post a Comment