Saturday, April 23, 2022

პირიმზის პასუხი ელგუჯა ციგროშვილის ლექსზე ,,მოგიწყვეტ ვარსკვლავებს", ავტ. რუსუდან კაციტაძე

 Rusudan Kacitadze

"თოვლია მთებზე და ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი ქარები დაქრიან,
პირიმზევ, შენ ახლა რა გინდა არაგვზე,
ჯერ გაზაფხულამდე ძალიან ადრეა"
ელგუჯა ციგროშვილი
..................................................................................
პირიმზის პასუხი
შენ ამბობ ადრეა, ჯერ კიდევ სუსხია,
რად ავყევ სურვილს და ავყია ამინდებს...
თმენის ქვევრს შიგ ვნების მაჭარი უსხია,
როცა დუღს ქვას ხეთქავს, მე როგორ დამინდობს.
ზვავი და ხევებში ქარების ღმუილი
ლოდინის უნარის მკაცრია გამოცდა,
დამძლია მზისა და სიცოცხლის წყურვილმა,
ამადაც სველ მიწას უდროოდ წამოვცდი.
არაგვი ამ მთების ძლიერი ძარღვია,
ჭაუხებს მჩქეფარე სისხლივით მოივლის,
რაი ვქნა?! ოცნების ხუხულა კარღია
ვნახე და ავცეტდი, ჯიუტი ყოილი.
დარს აბა ველოდოთ ნეტაი რაისად,
მოდი და აპრილი ავდარში დაბადე,
იქნებ წყალს გადაჰყვეს "ხვალე" და "გაისად",
მე დღეს მსურს მომხვიო ეგ შავი ნაბადი.
რუსუდან კაციტაძე
29.03.2021წ.

No comments:

Post a Comment