Wednesday, April 27, 2022

სიზმარში

 სიზმარში ყვავებს წავეღე, 

თვალში მზესხივებჩამქრალი,

გადამატარეს მთა-ღელე,

იქნებ იქ  ვნახო წამალი.

ქაჯების ნასოფლარებში

გველის შხამ ისევ აქ არი

ფრინველთა ენა ვისწავლო,

სხივ დავიბრუნო გამქრალი,

კაცის ენა ვერ ვისწავლე,

გული კი მიძგერს ალალი,

ნეტავი წუთისოფელი

ასეთი მრუდი რად არის?!





No comments:

Post a Comment