სურვილებს ჩემსას ვერსად გავურბი,
ანთიხარ ჩემში უქრობი ცეცხლი,
მფრინავ მზეწვიებს მხარი ავუბი,
გავფრინდი ზევით, მზე დამხვდა მწველი.
გამითბა გული, სულში ხარ მუდამ
და მთის მწვერვალებს ხელი მოვხვიე,
თავს მევლებოდნენ მზის სხივნი გუნდად,
ვერ ვუღალატე ციცქნა მზეწვიებს.
No comments:
Post a Comment