Thursday, April 7, 2022

წიგნის ფასი (ესსე)

 დღეს თბილისში სად აღარ ნახავთ წიგნებით მოვაჭრეებს, იყიდება და იყიდება ერთ დროს რუდუნებით და წვალებით ნაგროვები ქართული თუ უცხოური ლიტერატურა, რა სიხარული გვქონდა მაშინ, ძველ დროში წიგნების შეძენისას, დიდი და საპატიო საჩუქარი იყო წიგნები, დღეს კი ისინი აღარავის სჭირდება, იშორებენ როგორც მტვერს და ნაგავს, ლარად აბარებენ ბუკინისტებში, შეიძლება 50 თეთრადაც, კარგად ჩანს საზოგადოების დაცემის, დეგრადირების სახე. დღეს ტიციან ტაბიძის, დღეს იუბილარია ეს დიდებული პოეტი, წიგნი დიდუბეში სამ ლარად შევიძინე, და იმიტომ კი არა, რომ არ მაქვს ის, შემრცხვა მისი ხსოვნის წინაშე. ნეტავ, როდის დაუბრუნდება ჩვეული პატივი და დიდება ჩვენს მწერლობას, ჩვენს ლიტერატურას?! ერთ გვერდზე წარწერაც აქვს: ,,ვასო ბაიაძეს (ს) ვანელი პოეტისგან" და ხელმოწერა, ვერ გავარჩიე, როგორც კომენტარებში წავიკითხე, აკაკი გელოვანია წიგნის გამჩუქებელი, ღმერთო, ნათელში ამყოფე ეს დიდებული ადამიანები!

Sofio Chelidze, ავთანდილ ჟღერია და 27 სხვა
21 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment