Monday, April 11, 2022

 ვიყავ კი შენთვის დედოფალი, ნეტავ, ოდესმე,

ჩემს დანახვაზე ხრიდნენ თავებს ლაღი ქარებიც!

მაგრამ მთებისკენ ცხვრების ფარას მწყემსი მილალავს

რომ  სხვას აჩუქოს ოქროსრქება ერკემალები.

მითხარი ახლა, გიყვარდი კი ან თუ გიყვარვარ,

თორემ არ იყოს, ჩემო მწყემსო,  მერე გვიანი,

ზეცის კიდეზე შუქჩამქრალი მთვარე მინახავს

და მეც არაფრის აღარა მაქვს უკვე იმედი.





No comments:

Post a Comment