ვიცი, გაწუხებს (ტერენტი გრანელს!)
ვიცი, გაწუხებს, რომ ვტირივარ და ცრემლი მომდის,
მერე ამოდის ამ მიწიდან მუქ ლურჯ იებად,
ატმის ყვავილსაც დასდებია ფერები ტუფის,
თითქოს შესცივდა, იცის მალე გაიწირება.
სანდოა ნეტავ გაზაფხული? მოსვლას არ ჩქარობს,
და სუსხიანი ქარი გამკრავს სულში ამ ღამეს,
ჩვენ პოეტები, ძირს დაცვენილ ცრემლებად ვხარობთ
და სასაფლაოს ბილიკებზე მწუხრით ვაღამებთ!
მაია დიაკონიძე
8.04.2022წელი
No comments:
Post a Comment