ეს ყველაფერი არც შენ არ იცი,
როგორ ვაცეკვებ ღვინოში ცრემლებს, ხანდახან ფიქრიც ფერებს წამიშლის, და მერე უცნობ სიზმარში ვეძებ.დათო ერნესი
ცეკვავენ ცრემლში ან იქნებ წყალში,
წვიმის წვეთები ესხმევათ გულზე,
და ამ მოლოდინს ვერ წაშლის ზეცაც,
რაც გინდა იყოს რუხი და ქუში.
და აირევა ფიქრები ფიქრში,
სისხლი კი სისხლში, ტუჩები ტუჩში,
გამოიდარებს ერთ დღესაც ზეცა,
რომელიც მუდამ გაზაფხულს უცდის.
შენ დამსახე მიუწვდომელ აფროდიტად
და ცრემლებიც ერეოდა ღვინოს მღვრიე,
რად გიყვარდი ასე, ნეტავ მაცოდინა,
წაეყვანე მაღლა ცაში გრძნობებს ძლიერს.
კაბის კალთებს რიონისპირს ვისველებდი,
აბა, ნეტავ, რა საქმე მაქვს ქალღმერთებთან,
მახსენდება ღვთაებრივი ის ედემი,
მთვარის შუქის მძივებით რომ გვაერთებდა.
No comments:
Post a Comment