აილეწა, ავარდისფრდა გაზაფხული,
სხივებს ისვრის მზე ლამაზი ათასფერად,
ღმერთო, მალე აამწვანე ეს მამული,
გამარჯვების გამოვცალოთ აზარფეშა.
თუ ყვავილებს შენ მიეცი ფერი ასი,
თუ ბულბულებს გამოაბი ტკბილი ენა,
ჩვენი ქვეყნის აყვავებაც, ვიცი, ძალგიძს,
ოცნება და სურვილებიც აგვიხდება.
No comments:
Post a Comment