Thursday, April 7, 2022

ღალატი (ესსე)

 ღალატი, თემა, რომელიც ამოუწურავია და მასზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში, არასასიამოვნოა, რა სფეროსა და დარგსაც არ უნდა ეხებოდეს, იქნება მეგობრის ღალატი, ცოლ-ქმრის თუ სამშობლოს, რომელიც ყველაზე მძიმე და უპატიებელია. მაია სიჭინავამ ჩემს ლექსზე ,,ღალატი" დაწერა სიმღერა, არც იცოდა, ვისი იყო ეს ლექსი, ინტერნეტში იპოვა ავტორის გარეშე, მერე ვიპოვეთ ერთმანეთი და მას მერე გრძელდება ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა, ასი ლექსი მაინც ამიმღერა, თუ მეტი არა. ორ წელზე მეტია გასული უკვე, ვუსურვებ ჩემს მაიკოს შემოქმედებით წარმატებებს, ის ემიგრანტია, 20 წელზე მეტია ესპანეთში ცხოვრობს, არაერთი ქართველი პოეტის ლექსი აქვს ამღერებული, ამისთვის ნამდვილად განსაკუთრებული ჯილდო ეკუთვნის, იმედია, ჩვენი ბევრი სიმღერა შესრულდება სცენაზე, ეს ლექსი და სიმღერა განსაკუთრებულად უყვარდა აწ გარდაცვლილ ჩემს დას, სიკვდილის წინა დღესაც ჰქონდა დადებული თავის ფეისგვერდზე, ალბათ, ესეც რაღაცას ნიშნავს. მიღალატა, დამტოვა მარტო, გადაინაცვლა მარადიულ სასუფეველში

უსინდისოდ მკარი ხელი, არ დამინდე,
დამატეხე თავზე რისხვის ქარტეხილი,
შევალეწე ჩემი გული ამ ამინდებს,
სიყვარულით გამთბარი და გაბერილი.
ახლა აღარც გაზაფხულის ელვა მაკრთობს,
აღარც მზეს აქვს ის სითბო და ის მარილი,
გაბრაზდი და მიმატოვე,,, ნეტავ, რატომ?!
დღე და ღამე ბანქოსა ვშლი მისანივით...
ისიც ვიცი, ყვავილებით ხელში მოხვალ,
ჩაიმუხლებ ჩემ წინ მორცხვად ალეწილი,
მიტევება გაგეგება მწვანე ნოხად,
ღალატით და უპირობით დამეწყრილი.
მაია დიაკონიძე
18.12.2016წელი

No comments:

Post a Comment