დედას!
შენ გაზაფხულივით მარად ლამაზი ხარ,
ჩემო საყვარელო დედი...
ცისფერ რვეულებთან დილამდის რომ ზიხარ,
ასეთი გრგებია ბედი...
გძულს ყველა ბოროტი, ავგული, ავყია,
ზარმაცი, ფლიდი და ყბედი...
და ყველა შენს ნაბიჯს სიმტკიცე ატყვია,
არც სად მოგიხრია ქედი...
მხოლოდ დედასა აქვს ვეფხვის მძვინვარება,
ამავ დროს სინაზე იის...
დე, მშვიდად იძინონ ყველა მყინვარებმა,
მოისპოს მომგონი ტყვიის...
და, გაზაფხულივით მარად უბერებელს,
სულ გაგთეთრებია თმები...
„არ დაგავიწყდესო, ვისი გორისა ხარ“.
მუდამ მდევს თან შენი ხმები...
ყველა სხვა დედასთან გაქებ და გადიდებ,
ბაგეზე ღიმილის მჩენი...
მარად იდღეგრძელეთ, სამყაროს იმედად,
იკურთხოს დედობა თქვენი...
No comments:
Post a Comment