მინდა რომ აგავსო ველური კოცნებით
და ჩემი მეგონოს მერე ეს ქვეყანა,
ამ ჩემი სურვილით, გთხოვ, ნუ გაოცდები,
მინდოდა, ნამდვილი გრძნობები მენახა.
მეგრძნო სიყვარული, ვით სიტკბო ბადაგის,
ცაცხვების სურნელში ყვავილი ჩავინთქა,
და შენაც მიბოძო ალერსი ათასი,
მიყვარხარ, მინდიხარ, სხვა მეტი რა გითხრა?!
No comments:
Post a Comment