მე გიყურებდი და მინდოდა შენთან დარჩენა,
ასე მეგონა ზეცას მივწვდი, მთვარეს ალმაცერს,
შენი თვალები ვარსკვლავების იყო არენა,
გადაეარათ ლურჯ იებზე ყვითელ ზამბახებს.
საიდან მოქრის სიო ნაზი, ვარდებს რომ ეტრფის?!
ან თუ შემეძლო, ნეტავ, ცაში ერთხელ გაფრენა?!
ჩვენ პოეტები, ჩიტებივით ჰაერში ვკვდებით,
რომ დავეკიდოთ ხის ტოტებზე მზედ და ზარებად.
No comments:
Post a Comment