Friday, April 8, 2022

სიზმარი (სატრფიალო)

სიზმარი
წუხელ ვიწექი ყვავილებში, ფერად-ფერადში,
შიშველ სხეულზე წითელ ვარდთა ვგრძნობდი შეხებას,
შენ მოხვედი და ამიტაცე მაღლა ღრუბლებში ,
თვალს მიკოცნიდი, ბროლივით ყელს, თეთრ ნაზ ხელებსაც.
მივხვდი, რომ კიდევ ცოცხალი ვარ, არა ვარ მკვდარი,
ჯერ კიდევ მიცემს გული მკერდში და ისევ ვსუნთქავ,
ხან ერთი კოცნა თვით სიცოცხლის ტოლფასი არის
და ელვასავით დაგიაროს ძარღვებში უნდა.
მაია დიაკონიძე
8.04.2022წელი

No comments:

Post a Comment