ჩემს თავზე მოგიყვებით ცოტა რაღაცას, სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე! საერთოდ ძალიან ხიფათიანი ადამიანი ვარ, ხან ფეხი გადამიბრუნდება, ერთხელ მოტეხილიც კი მქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება, კოჭში იყო ნატკენი, ორმოში ჩამივარდა, სქელი ტყავის ნახევარჩექმა მეცვა და სრული კრახისგან მგონი იმან გადამარჩინა. გადავიკარი მაგრად კვერცხის ცილაში ამოვლებული სახვევით, დავაფიქსირე ფეხი და იმ ნახევარჩექმით დავდიოდი გარეთ. კი მტკიოდა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, აბა, ჩემს საქმეს ვინ გააკეთებდა, წუწუნიც არ მიყვარს. თავიდან ვიფიქრე, რომ ნაღრძობი იყო, მაგრამ როცა ძვალი ამომივიდა ტერფზე ზემოდან, მივხვდი, რომ მოტეხილობასთან მქონდა საქმე, რახან აღარ მაწუხებდა, ექიმთან არ მივედი, რაღა ეშველებოდა, ოპერაციას თუ გამიკეთებდნენ. ხშირად მაქვს დამწვარი ხელები, ხან უთოთი, ხან ადუღებული წყლით, ხან ცხელი ტაფით, უკვე გაოცებულიც ვარ, რა მჭირს. ამას წინათ ზეთის შხეფი შიგ თვალში მომხვდა, ხელებს ვინ დაეძებს. გუშინ შავი პარკი მეჭირა ხელში, ალს გადავატარე, ისე, შემთხვევით, უცებ დაიწვა, მომეკრო თითებზე და ძლივს ავიგლიჯე, ადგილ-ადგილ წყლულებიც გამიჩნდა.მუდამ ასე დასახიჩრებული დავდივარ, მაგრამ რას გინდა დააბრალო ეს?! თითოეული ეს დაზიანება შემთხვევითობა ნამდვილად არ არის, აუცილებლობაა, რომელიც ჩემი დაუდევრობიდან, ხასიათის ერთ-ერთი თვისებიდან, გამომდინარეობს.
Thursday, April 7, 2022
გავახილოთ თვალი (ესსე, რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით)
ეს იმიტომ მოვყევი, რომ მიკვირს რუსეთის მოტრფიალეებისა, რომლებიც მას ამართლებენ და ამბობენ, ზელენსკის უნდა თავიდან აეცილებინა ომი, მიშას თავიდან უნდა აეცილებინა ომი, შევარდნაძეს თავიდან უნდა აეცილებინა ომი, ზვიადის - სამოქალაქო, რომელიც ასევე რუსეთის ინსპირირებული იყო, და ა. შ. 2014-შიც, როცა რუსეთმა ყირიმი წაართვა უკრაინას, მაშინაც ზელენსკი ხომ არ იყო პრეზიდენტი?! ვინც გინდა იყოს საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის პრეზიდენტი და რაც არ უნდა გააკეთონ მათ, რუსეთი მაინც თავისას იზამს, რაც აქვს ჩაფიქრებული. თითოეული ეს ომი არ არის შემთხვევითი, ის რუსეთის ნატურიდან გამომდინარეობს და როცა ცდილობენ რუსეთი გაამართლონ, თურმე ნატოს გვერდზე ხომ არ მოისვამდაო, ჯერ ვინ შედიოდა უკრაინაში?! როგორც ვხედავთ, ყველა ერიდება რუსეთთან კონფლიქტს, თავისი ხალხის დახოცვას. რუსეთს კი, როგორც ადრე, დღესაც არაფრად მიაჩნია ადამიანის სიცოცხლე და სანამ ვინმე საქართველოს დააბრალებს აგვისტოს ომს, ჯერ იმ ქართველ გმირებს სცეს პატივი, რომლებიც შინდისში დაიხოცნენ, იმ ვაჟკაცს, რომელიც ხეზე მაიბეს და ცოცხლად დაწვეს და საქართველოზე ცუდი ვერ ათქმევინეს და მერე ილაპარაკონ, თუ შეიძლება!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment